01:07 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
საპატრიარქო

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

© photo: Sputnik / Levan Avlabreli
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (67)
102 0 0

სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე იაკობის განცხადებები იქნება.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მეუფე იაკობის განცხადებამ ყველა გააოგნა - ხელისუფლებაც, საპატრიარქოც და მოსახლეობაც >>

დეკანოზის განცხადებით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე არის დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება, რომელიც სინოდის წევრია.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ პატრიარქის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებს მოუწოდა, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, წინასწარ ნუ გააკეთებენ მკვეთრ განცხადებებს.

 „ისედაც, საზოგადოება დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართულ საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგადოებას და იწვევს მათ დამუხტვას უარყოფითად. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, თითქოსდა, პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - განაცხადა დეკანოზმა.

სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე იაკობის განცხადებები იქნება.

„წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება: ვის უნდოდა პატრიარქის გადაყენება >>

28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე, 26 ოქტომბერს მან განაცხადა,  რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (67)

მთავარი თემები