სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე აბიტურიენტებს დალოცავს

გამოწერა
ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება შესრულდება

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დღეს აბიტურიენტებს დალოცავს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
დღეს სულთმოფენობაა - სულიწმინდის გარდამოსვლის დღე

ტაძარში ასევე სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება შესრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 1 ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0