17:13 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 31 მაისი

© Sputnik / Levan Avlabreli
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (80)
33 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 31 მაისს, შვიდი მსოფლიო კრების წმ. მამებს, მოწამეებს ირაკლის, პავლინეს, ვენედიმეს; პეტრეს, დიონისე, ანდრიას, პავლეს და ქრისტინეს, ასევე მოწამეებს სვიმეონს, ისააკს და ვახტისს იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
შვიდი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება

მსოფლიო საეკლესიო კრება უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრებაა, რომლებზედაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.

მართმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებს: ნიკეის პირველი საეკლესიო კრებას -325წ, კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრებას-381წ, ეფესოს საეკლლესიო კრებას -431წ, ქალკედონის-საეკლესიო კრებას-451წ, კონსტანტინოპოლის  მეორე საეკლესიო კრებას-553წ, კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრებას, რომელიც -680 წელს გაიხსნა და –681წელს დაიხურა , ნიკეის მეორე საეკლესიო კრებას -787წ.

შვიდივე კრება იმპერატორების მიერ იყო მოწვეული და მათ ძირითადად  ეპისკოპოსები  ესწრებოიდნენ, პრესვიტერებსა და დიაკვნებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ.

მსოფლიო კრებათა პირველსახე იყო  მოციქულთა კრება იერუსალიმში.

მოწამეები დავითი და ტარიჭანი

წმიდა დავითი და ტარიჭანი (693)ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმიდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას: როდესაც დის შეუპოვრობა იხილა, უკეთურმა თევდოსიმ ჩუმად იხმო დისწულნი და სჯულის უარყოფა მოსთხოვა.

დავითისა და ტარიჭანის უარით განრისხებულმა თევდოსიმ გულიში დისშვილების  მოკვლა  გადაწყვიტა.   გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წაიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა მათ.

ძმებმა შეიარაღებული მეომრები იხილეს  და შიშის ზარი დაეცათ.  დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ დისწული მახვილით  მოკლა. ტარიჭანი სოფელ დივრისაკენ გაიქცა, მაგრამ მდევრები დაეწიენ და ისიც მოკლეს.

როცა  მკვლელები მთაზე დაბრუნდნენ, მათ იხილეს დაბრმავებული თევდოსი.

თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია დ ა სინანულით აღივსო. თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს, ცრემლით მოინანია დისშვილების მკვლელობა, მოინათლა და ეკლესია აღაშენა მის მიერ მოკლული დავითის სახელზე. წმიდა ტარიჭანის ნაწილები კი დივრის მთავარმა წაასვენა და მისი სახელობის ტაძარი ააშენა.

თეოდოტე და მასთან ერთად წამებულნი შვიდნი ქალწულნი

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ქრისტეს შობიდან IV ს-ის დასაწყისში ქალაქ ანაკვირიაში მოღვაწობდნენ და მოწამეობრივად აღესრულნენ.

მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე

წმიდა მოწამეები  ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესათვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას და ღვთის რჩეულები მოწაფეებთან: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინესთან ერთად სამსჯავროზე წარადგინეს და ხანგრძლივი წამების შემდეგ გახურებულ ღუმელში დაწვეს.

მოწამე სვიმეონ, ისააკი და ვახტისი

წმიდა მოწამეები  სვიმეონ, ისააკი და ვახტისი (IV) ცხოვრობდნენ სპარსეთში ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის საპორ მეფის დროს. წმიდანებს აიძულებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ, მაგრამ მათ მხნედ მიუგეს წარმართებს: „ჩვენ არ უარვყფოთ შემოქმედს ყოველთასა და არ შეუვრდებით მზესა და ცეცხლს“. მოწამენი სასტიკად ცემეს, შემდეგ დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელად ამყოფეს, ბოლოს ხმლით წარკვეთეს თავი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (80)

მთავარი თემები