11:46 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ნოტრ-დამში მომხდარი ხანძრის შედეგები

ილია მეორემ ნოტრ-დამში მომხდარი ხანძრის გამო რომის პაპს თანაგრძნობა გამოუცხადა

© photo: AFP 2019 / PHILIPPE WOJAZER
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
ხანძარი პარიზში - როდის აღადგენენ ნოტრ-დამს (8)
16510

კათოლიკოს-პატრიარქმა გამოხატა იმედი, რომ უზარმაზარი განსაცდელი ჩაივლის და ყველაფერი მალე აღდგება და განახლდება

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით თანაგრძნობა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, მთელ ფრანგ ხალხს და რომის პაპს ფრანცისკეს, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ, საღამოს უძლიერესი ხანძარი გაჩნდა. ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, მოწყდა საათი. ადგილზე 400-მდე მეხანძრე და ტექნიკა მუშაობდა. ფრანგული მასმედიის ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს, ტაძრის ნაწილი ხის მასალით იყო დაფარული.

იუნესკოს წარმომადგენელი: ქართველ ექსპერტებს ნოტრ-დამის აღდგენა შეუძლიათ >>

„მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არამარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩენი გულისტკივილიც და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“, - ნათქვამია პატრიარქის მიერ მაკრონისთვის მიწერილ  წერილში.

საქართველოს პატრიარქმა მხარდაჭერის წერილით მიმართა რომის პაპს როგორც მთელი კათოლიკური ეკლესიის მეთაურს.

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანში განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული“, - ნათქვამია ილია მეორის მიერ რომის პაპისთვის მიწერილ წერილში.

შეგახსენებთ, უკვე დაწყებულია სახსრების შეგროვება ნოტრ-დამის აღსადგენად. შესაბამისი განყოფილება გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე.

რუსეთის პრეზიდენტი საფრანგეთს საუკეთესო სპეციალისტებს სთავაზობს >>

მომხმარებელს სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე თანხის შეტანას, ან სხვა, ნებისმიერი თანხის მითითებას. ალტერნატივაა – ყოველთვიურად ნაკლები თანხის ჩამოჭრა – 10-დან 100 ევრომდე, ან სხვა თანხის მითითება, შერჩევით.

თემები:
ხანძარი პარიზში - როდის აღადგენენ ნოტრ-დამს (8)

მთავარი თემები