18:26 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
მლოცველი სამების ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 26 მარტი

© Sputnik / Alex Shlamov
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (67)
13420

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 26 მარტი დიდი მარხვის მესამე შვიდეულის სამშაბათია

 

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას : მოწამისა საბინესი (287); მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა (III); მოწამისა ალექსანდრესი (305-311); მოწამისა ქრისტინე სპარსისა (IV); ღირსისა ანინე ხუცისა და წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის ნაწილთა აღმოყვანებას (846);

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წმიდა ნიკიფორე ონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება

წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა.
846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.
წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება
წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.

წმიდა მოწამე ალექსანდრე (+305-311)

პრესვიტერი იყო თესალონიკის მახლობლად მდებარე ქალაქ პიდნაში, თავისი ქადაგებით წმიდა მამამ მრავალი წარმართი მოაქცია. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მიერ დაწყებული დევნის დროს წმიდანი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

მღდელმოწამე პუბლი

ათონის ეპისკოპოსი II საუკუნეში ცხოვრობდა. ის წმიდა მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მემკვიდრე იყო.

წმიდა მოწამენი: აფრიკანი, პუბლი და ტერენტი

ეწამნენ პეტრიაში, II საუკუნეში. მათ ხსენებას წმიდა ეკლესია აღნიშნავს 13 მარტსა და 10 აპრილს.

წმიდა მოწამე ქრისტიანე სპარსი (IV)

ქრისტეს ერთგულებისთვის ხარებს გააქელვინეს.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (67)

მთავარი თემები