საეკლესიო კალენდარი - 2 მარტი

© photo: Sputnik / Stringerეკლესია
ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 მარტს ნიკოლოზ კათოლიკოსის, ლეონ I-ის, რომის პაპის, კონსტანტინოპოლელ პატრიარქის ფლაბიანე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ნიკოლოზ კათოლიკოსი (ბაგრატიონი)
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 3 მარტს წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხსენების დღეა.
ნიკოლოზი  დაახ. 1510-15 წლებში დაიბადა, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს)

წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) „მიმოსლვაში“ მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი.

იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: „იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს“.

თბილისის ცენტრი - ხედი სიონის გუმბათზე (მარჯვნივ) და ჯვარისმამის ტაძარზე (მარცხნივ) - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 2 მარტი

ლეონ I-ის, რომის პაპის

საეკლესიო კალენდრის მიხედვით  2 მარტი წმიდა ლეონ I-ის, რომის პაპის ხსენების დღეა.

ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წლს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცეს იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნებას მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტების დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო  მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს.

სამება - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 29 თებერვალი

წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.
პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს.

ლეონ I-ის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.

სვეტიცხოვლის ტაძრის კარიბჭე - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 28 თებერვალი

ფლაბიანე აღმსარებელი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 3 მარტი წმიდა ფლაბიანე აღმსარებლის  კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ხსენების დღეა.

ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას  ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა.

უფლისციხე - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი - 27 თებერვალი

448 წელს, მღვდელმთავარ ფლაბიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ "ავაზაკთა კრების" სახელით გახდა ცნობილი. ავაზაკთა კრებას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. მან მუქარის და ძალის გამოყენებით მიაღწია ევტიქის გამართლებას და ფლაბიანეს დაგმობას. წმიდა მღვდელმთავარი დაუნდობლად გვემეს უტიფარმა ბერებმა ვინმე ვარსუმის მეთაურობით. თვით უსჯულო დიოსკორეც არ დარჩენილა განზე. ამის შემდეგ ფლაბიანეს მძიმე ბორკილები დაადეს და ეფესოდან გაძევება მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა აარიდა თავის რჩეულს შემდგომი სატანჯველები და შეივედრა მისი სული ( 449). კეთილმსახურმა პულხერიამ სასახლე დატოვა, მაგრამ მალე ქრისანთის ინტრიგები გამოაშკარავდა, რის შემდგომაც მეფემ გადააყენა იგი, თავისი და კი ისევ დაიახლოვა. პულხერიას ძალისხმევით წმიდა პატრიარქ ფლაბიანეს უხრწნელი ნაწილები პატივით გადასვენდა ეფესოდან კონსტანტინეპოლში.

გარდა ამისა, დღეიდან დიდი მარხვა იწყება, რომელიც 49 დღე გრძელდება და უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით მთავრდება. 

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0