მსოფლიო პატრიარქი: საქართველო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინულ ეკლესიაზე

© photo: Sputnikსაპტრიარქო
საპტრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებს

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია გაგებით მოეკიდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, რომელიც უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითის გადაწყვეტას არ ჩქარობს, განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა.

ბურჯანაძე მოუწოდებს საქართველოს არ აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია >>

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში სამშაბათს ჩამოვიდნენ და ოთხშაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ.

 „საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რაც დღეს დგას საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.  რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა. რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება  იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში“, - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერს, ის შეფასებისგან თავს იკავებს

მან უწოდა ილია მეორეს ბრძენი ადამიანი, რომელსაც ბრძნული გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს.

მიტროპოლიტმა ემანუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ამოცანა მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობის შენარჩუნებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ურთიერთობის რამე პრობლემა არსებობს, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები. ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური, კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის", - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ.

„განვიხილეთ ძალიან ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა დაგვარწმუნონ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს აუჩქარებლობას, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან“, - ბრძანა მეუფე შიომ.

Глава Верховной рады Украины Андрей Парубий и Католикос-Патриарх всея Грузии Илия II - Sputnik საქართველო
ილია მეორემ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ილია II: იმედი მაქვს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას >>

მან აღნიშნა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდის კრების შემდეგ, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

„ახალი ეკლესია“ შეიქმნა კიევში დეკემბრის თვეში, „გამაერთიანებელ კრებაზე“ ორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად, რომლებიც მანამდე უკრაინაში ფუნქციონირებდა. ახალ „ავტოკეფალურ ეკლესიას“ სათავეში „მიტროპოლიტი“ ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0