დღეს საქართველოში მთავარანგელოზობას ზეიმობენ

© photo: Sputnikსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს — ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს ზეიმობს, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

საღვთო წერილის მიხედვით, ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შეიქმნენ და მინიჭებული აქვთ სხვადასხვა მსახურების მადლი. ანგელოზების დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

რელიგიური დღესასწაული სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება - Sputnik საქართველო
საქართველოში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს — ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.

 

ყველა ახალი ამბავი
0