საქართველოში ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

© Sputnik / Levan Avlabreliასი ათასი მოწამის ხსენების დღე
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
1226 წელს ჯალალ ად-დინის ურდოებმა სრულად მოაოხრეს თბილისი და მისი მცხოვრებლების თავმოკვეთილი გვამებით გაავსეს მდინარე მტკვარი...

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

17:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 100 000 მოწამის (მეტეხის) ხიდზე გადაიხდის პარაკლისს. ტრადიციულად, ყოველი წლის 13 ნოემბერს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეტეხის ხიდის მიმართულებით მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მონაწილეობს. 100 000 ქართველი მოწამის პატივსაცემად მორწმუნეები მტკვარში ყვავილებს ყრიან.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა კალაძეს 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობა შესთავაზა

როგორც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, ხვარაზმელი სულთნის, ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდნენ თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ და დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა", დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს. ამ ღალატის შედეგად სულთანმა საქართველოს დედაქალაქის აღება მოახერხა. მისმა მეომრებმა ათასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი დახოცეს.

ქართლის ცხოვრების ამ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ, სისხლიან დღეზე ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის". სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი". თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა

სულთანმა სიონის წმინდა ტაძრისთვის გუმბათი მოანგრევინა, ზედ ტახტი დაიდგა და ბრძანა, რომ მასთან მიეყვანათ სიკვდილს გადარჩენილი, უიარაღო, დატყვევებული ქართველები, მათ შორის ბავშვები, ქალები, მოხუცები და ხეიბრები. მათ მოსთხოვა ფეხი დაედგათ მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებისათვის და ამგვარად მიეღოთ მაჰმადიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩებს სიკვდილით დასჯიდნენ.

ქართველებმა დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინეს და სარწმუნოების ღალატსა და ხატების შეურაცხყოფას მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს. 100 000 ქართველი შეეწირა ამ დღეს ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, მათი მოკვეთილი თავები და სხეულები მტკვარს გაატანეს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს დედაქალაქი, არ დაინდეს არც ქრისტიანები და არც მაჰმადიანები.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 ქართველი წმინდანად შერაცხა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას თბილისის მერს, კახა კალაძეს მეტეხის ხიდთან ასი ათას მოწამეთა სახელზე ტაძრის აშენებეა ან ხეივნის გაშენება შესთავაზა.

 

ყველა ახალი ამბავი
0