პატრიარქმა კალაძეს 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობა შესთავაზა

© Sputnik / STRINGERკათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა საკვირაო წირვაზე  მრევლს კურთხევა მისცა, ილოცონ საქართველოს მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის.

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე  მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობაზე ისაუბრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამასთან, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას სერაპიონ ზარზმელის დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი - Sputnik საქართველო
რა უთხრა ილია მეორემ ივანიშვილს: მეუფე შიო შეხვედრის დეტალების შესახებ

„მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გადმოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 000 მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, - ბრძანა ილია მეორემ.

ასი ათასი მოწამე თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები არიან.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდანების ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0