ქუთაისში დღეს მოწამეთობა აღნიშნება

გამოწერა
15 ოქტომბერი მოწამეთობა, ანუ წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღეა

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მართლმადიდებელი მრევლი დღეს ქართველი წმინდანების - დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამეთობა (იგივე ორწიფობა — როგორც იმერეთში ეძახიან) დიდი სახალხო და რელიგიური დღესასწაულია და მას ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავენ. ქუთაისის მახლობლად, მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

რელიგიური დღესასწაული სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება - Sputnik საქართველო
საქართველოში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს

მოწამეთობის დღის აღსანიშნავად მრევლი იმერეთში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადის. მათ შეუძლიათ მოწამეთას ტაძრის გვირაბში გაიარონ, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

ძველი ქართული წყაროებით, დავითი და კონსტანტინე არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები იყვნენ VIII საუკუნის I ნახევარში, მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან. ისინი გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილ არაბი სარდლის მურვან-ყრუს წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მათი გვამები მდინარე წყალწითელას ნაპირზე დაკრძალეს, სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია.

ქართულმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე მხეიძენი წმინდანებად შერაცხა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0