საპატრიარქო თბილისში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოგზაურობის განრიგს აქვეყნებს

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / Jupitus Smart / Relic of Queen St. Ketevan in Goaქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების სამარხი გოაზე
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების სამარხი გოაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედოფლის ნეშტი საქართველოში 2017 წელს 6 თვით ჩამოიტანეს, მიმდინარე წლის მარტში კი ცნობილი გახდა, რომ წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვის განმავლობაში დარჩებოდა

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები 12 აგვისტოდან 16-სექტემბრამდე თბილისში, 5 სხვადასხვა ეკლესიაში განთავსდება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, აგვისტოსა და სექტემბერში ქეთევან წამებულის ნაწილთა მოგზაურობის გარნრიგი ასეთია:

  • 12 აგვ. – 19 აგვ. წმ. სამების ტაძარი (ვაკე)
  • 19 აგვ. – 26 აგვ. ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარი (ვარკეთილი)
  • 26 აგვ. – 2 სექ. ცხრა ყრმა კოლაელთა ტაძარი (ვაზისუბანი)
  • 2 სექ. – 9 სექ. ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარი (ნაძალადევი)
  • 9 სექ. – 16 სექ. ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (საბურთალო). 

წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში გასული წლის 23 სექტემბერს 6 თვით ჩამოიტანეს. მიმდინარე წლის მარტში კი ცნობილი გახდა, რომ წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით, 18 სექტემბრამდე დარჩება.

დედოფლის ნეშტმა რეგიონებში უკვე იმოგზაურა. ნეშტის ტრანსპორტირებას, საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. 

მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ეთაყვანებიან - Sputnik საქართველო
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები: ინდოეთიდან საქართველოში

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0