დღეს პატრიარქის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება

გამოწერა
დღეისთვის ილია მეორეს 35 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს, ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ახლადმონათლულებს საჩუქრად ჯვარსა და ნათლობის მოწმობებს გადასცემენ.

ნათლობა - Sputnik საქართველო
პეტრე-პავლობის დღესასწაულზე რიგით 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 20:00 საათისთვის მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 35 538 ნათლული ყავს, რომელიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. უწმინდესის ინიციატივის მთავარი მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0