საქართველოში მომავალ წელს მართლმადიდებელი დეპუტატები შეიკრიბებიან

© photo: Sputnikსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა დელეგაციამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა თბილისში გენერალურ ასამბლეას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა მონაწილე დაესწროს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეა მომავალ წელს საქართველოში გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ათენში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქართული დელეგაცია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარების წინადადებით უკვე მეორე წელია გამოდის. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელობამ თხოვნას მხარი დაუჭირა.

თუმცა, საკითხის განხილვისას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ანდრეას მიხაილიდისმა მოითხოვა გარანტიები, რომ ქართული სახელმწიფო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა მონაწილეს მისცემს დასწრების საშუალებას. ქართულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ პარლამენტი ვიზებს არ გასცემს, მაგრამ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ასამბლეის რომელიმე წევრისთვის ქვეყანაში შესვლა არ აიკრძალოს.

იესოს ტაძარი მოსკოვში - Sputnik საქართველო
რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს გამოგზავნის

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ თუ საქმე მას ეხება, რამდენადაც მას საქართველოში შესვლა აკრძალული აქვს, არ სურს, რომ ასამბლეის თბილისში ჩატარებისთვის დაბრკოლება გახდეს და ის ამის წინააღმდეგი არ არის.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სააგენტო РИА Новости-ს განუცხადა, რომ დეპუტატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ამ კონფერენციის საქართველოში ჩატარებას.

„არანორმალურად მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალური არხები არ არსებობს. მივიჩნევთ, რომ დიალოგი მართლმადიდებლობის სფეროში დაგვეხმარება ნორმალური ურთიერთობების, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენაში", — განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს სურვილი აქვთ შეხვდნენ არა მხოლოდ ქართველ დეპუტატებს, არამედ ასევე პატრიარქს, მღვდელმთავრებს, ეწვიონ უძველეს წმინდა ადგილებსა და მონასტრებს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინციატივით შეიქმნა. მისი წევრები არიან მართლმადიდებელი დეპუტატები ალბანეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, კვიპროსიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, მონტენეგროდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ასევე დეპუტატთა ჯგუფები ავსტრალიიდან, აშშ-დან, აზიიდან და აფრიკიდან.

ყველა ახალი ამბავი
0