ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსიონის საკათედრო ტაძარი
სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ასევე,  სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.

სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობაში: თბილისში კონფერენცია ტარდება

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1 ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი შარშან მასშტაბურად აღინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0