საქართველოს პატრიარქმა ოჯახის გაძლიერების შესახებ იქადაგა

გამოწერა
ლოცვა, მარხვა და ქველმოქმედება – გზა ოჯახების გაძლიერებისკენ

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ლოცვების გაძლიერებისკენ, ამასთან, ერთი დღე და ღამე ლოცვისა და მარხვისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ილია მეორემ ოჯახებს მოუწოდა, სამი ცხვარი შესწირონ ეკლესიას, რომელიც შემდეგ შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდებათ.

„ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება", — განაცხადა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეს საოცარ შედეგს მოიტანს და საზოგადოებაში ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა გაძლიედება.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
პატრიარქმა მრევლს მოუწოდა იფიქროს, როგორ უნდა გამთლიანდეს ქართველი ხალხი

„ყოველი ადამიანი მიდის წინ ან უკან. მადლობა უფალს, რომ ქართული ეკლესია წინ მიდის, ქართველი ხალხი წინ მიდის. ეს ზოგიერთებს აღიზიანებთ. ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა, ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში", — განაცხადა ილია მეორემ.

უწმინდესის სიტყვებით, მალე საპატრიარქო სპეციალურ ლოცვებს მოამზადებს, რომლებიც ადამიანს სულიერ კიბეზე ასვლაში დაეხმარება.

„ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს", — ბრძანა ილია მეორემ.

საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ 40 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა, რომელიც სასწაულებს ახდენს.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა. ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ, ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან", — განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

ყველა ახალი ამბავი
0