1 ოქტომბერი კახეთის გმირების ხსენების დღეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაეკლესიო ზარები
საეკლესიო ზარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს წმინდანების ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების ხსენების დღეა

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ოქტომბერს წმინდა მოწამეების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების — ელიზბარისა და შალვას ხსენების დღეს აღნიშნავს.

ქართველი დიდგავროვნები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ.

XVII საუკუნეში სპარსელმა დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარ ერისთვისშვილი. ქართველები გაერთიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები. შემდეგ კახეთის სხვა ადგილებში გამაგრებული მტერიც გაანადგურეს. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ შაჰი იძულებული გახდა უარი ეთქვა საკუთარ გეგმაზე.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი - Sputnik საქართველო
ქაქუცა ჩოლოყაშვილი

განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგ შაჰ-ნავაზს, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარისა და შალვა ქსნის ერისთავების მასთან გაგზავნა მოსთხოვა. შაჰ-აბასმა ისინი სასტიკად აწამა. ჯერ ქსნის ერისთავებს მოკვეთეს თავები. ბიძინა ჩოლოყაშვილი კი ცოცხლად აკუწეს.

გადმოცემით, წმინდა მოწამეთა ცხედრებს ღამით ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა წმინდანთა ნეშტები ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა წმიდანთა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენებინეს.

ყველა ახალი ამბავი
0