ხობის რაიონში ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს

© ფოტო: ჯემალ ღამბაშიძისახობის რაიონში ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
ხობის რაიონში ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავღელეში 800-მდე მუსულმანი ეკომიგრანტი ცხოვრობს ხულოს რაიონიდან

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნა, იტყობინება „Sputnik საქრთველოს" კორესპონდენტი.
ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის წევრი და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

© ფოტო: ჯემალ ღამბაშიძეყურბან ბაირამი ხობში
ყურბან ბაირამი ხობში - Sputnik საქართველო
ყურბან ბაირამი ხობში

ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა თუ ცხვრის ხორცს თანაბრად ანაწილებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში.
შავღელეში 1989-90 წლიდან, დაახლოებით 800-მდე ეკომიგრანტი მუსლიმი ცხოვრობს, რომლებიც იქ აჭარიდან, ხულოს რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ჩაასახლეს.
მეჩეთი სოფელში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0