12:59 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორე: ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული

© Sputnik / Alexander Imedashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
60510

საქართველოში ღვთაებრივი სიყვარულის დღე – გერგეტობა აღინიშნა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სიყვარული სხვებისთვის ცხოვრებაა, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მრევლს სიყვარულის დღესასწაული მიულოცა.

"ჩვენ ბევრს ვფიქრობთ სიყვარულის შესახებ, ბევრს ვლაპარაკობთ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული. სიყვარული არის სხვებისთვის ცხოვრება. არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. არის ადამიანი, რომელიც ოჯახისთვისაა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხალხისთვის, მოყვასისთვის და არა თავისი თავისთვის. ეს ყველაფერი მას ღვთის მადლით ეწერება და სამაგიეროს იღებს სააქაოს და საიქიოს. ამიტომ არის ნათქვამი: იხარეთ ორსავე სოფელსა შინა", – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა.

Церковь Святой Троицы у села Гергети, Казбегский район
© Sputnik/ Alexander Imedashvili
წმინდა სამების ეკლესია სოფელ გერგეტთან

გერგეტობა ყოველ წელს 16 ივლისს აღინიშნება.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

მთავარი თემები