იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

© AFP 2024 / Ahmad Gharabliღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა
ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენ ხანში გადმოვა ღვთაებრივი ცეცხლი, უცნობია. ეს ხან ძალიან მალე ხდება, ხან კი რამდენიმე საათიანი ლოცვის შემდეგ.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში მრევლი უკვე ელოდება ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას.

ტაძარში უკვე მივიდა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს მესამე, რათა ყოველწლიური ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია  აღასრულოს.

ძველი ქალაქის ქუჩები და უმთავრესი ქრისტიანული ტაძარი მორწმუნეებითა სავსე.

ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა - Sputnik საქართველო
ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა — ნაკლებცნობილი სასწაულებრივი ფაქტები

პატრიარქი უკვე შეუდგა ლიტანიას, რომლის დასრულების შემდეგ განიმოსება სადღესასწაულო სამოსისა და მიტრისგან და მხოლოდ კვართით შემოსილი, ორი 33 სანთლიანი შეკვრით შებრძანდება კუბუკლიაში.

რამდენ ხანში გადმოვა ღვთაებრივი ცეცხლი, უცნობია. ეს ხან ძალიან მალე ხდება, ხან კი რამდენიმე საათიანი ლოცვის შემდეგ.

ხალხში გავრცელებული რწმენით, თუ ღვთაებრივი ცეცხლი არ გადმოვა, ეს იქნება უბედურების მაუწყებელი ნიშანი მთელი კაცობრიობისთვის, ხოლო ტაძარში მყოფი ყველა მლოცველი დაიღუპება.

ცეცხლის გადმოსვლამდე ტაძარში მყოფი მლოცველები ჩამქრალი სანთლებით ხელში ლოცულობენ, ცოდვებს ინანიებენ და უფალს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოვლენას შესთხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0