ილია მეორემ ფეხთბანვის წესი აღასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფეხთბანვის წესი" იესო ქრისტეს მოწიქულებთან ბოლო ტრაპეზს უკავშირდება.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას მრევლს დიდ ხუთშაბათს ზიარებისკენ მოუწოდა და 12 სასულიერო პირის „ფეხთბანვის წესი" აღასრულა.

საზეიმო საღმრთო ლიტურგია ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა. „ფეხთბანვის წესით" ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა საიდუმლო სერობა გაიხსენა — ეს იყო ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზი თავის ერთგულ მოწაფეებთან, 12 მოციქულთან ერთად, რომელზეც იესომ თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით ძმური სიყვარულისა და მორჩილების მაგალითი აჩვენა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა — ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, როდესაც უფალმა აზიარა „მოწაფენი თვისნი ხორცითა და სისხლითა თვისითა". ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება", — ბრძანა პატრიარქმა ქადაგების შემდეგ.

დიდი ხუთშაბათის აჩვენებს, რამდენად მზად არის ადამიანი იყოს მომთმენი, გულახდილი და შემბრლალებელი სხვების მიმართ.

ვნების ხუთშაბათი — მარხვის ყველაზე მკაცრი ნაწილის დასაწყისია, რომელიც აღდგომის დაწყებამდე გრძელდება. წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 16 აპრილს ზეიმობს.

ყველა ახალი ამბავი
0