სენსაცია: აღმოჩენილია იესო ქრისტეს სიცოცხლისდროინდელი გამოსახულება

© Flickr / Lukas Plewnia / Jesusიესო ქრისტე
იესო ქრისტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უძველესი მონეტა, რომელზეც ძე ღვთისაა აღბეჭდილი ეკლის გვირგვინით — იესო ქრისტეს ერთადერთი გამოსახულებაა, რომელიც მის სიცოცხლეშივეა შესრულებული.

ამის თაობაზე წერს ბიბლიის ისტორიის სპეციალისტი რალფ ელისი წიგნში „იესო — მეფე ედესისა“.

მონეტა ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული და მისი დიამეტრი 2,4 სმ-ა. ის უკვე კარგა ხანია ცნობილია ისტორიკოსებისთვის, მაგრამ აქამდე მიიჩნეოდა, რომ მასზე ედესის — თურქეთის ტერიტორიაზე, მესოპოტამიაში ოდესღაც მდებარე სახელმწიფოს მეფე იზას მანუ იყო აღბეჭდილი.

რალფ ელისმა კი ოცდაათწლიანი კვლევების შემდეგ ძალზე თამამი თეორია წამოაყენა იმის შესახებ, რომ იზას მანუ და იესო ქრისტე — ეს ერთი და იგივე პირია.

„ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა“, — ამტკიცებს ბიბლიის ისტორიკოსი ელისი.

მეცნიერი ხაზს უსვამს იმ საოცრად მსგავს მოვლენებს, რომლებიც იესო ქრისტესა და იზას მანუს ცხოვრებაში მომხდარა. კერძოდ:

•    ერთსაც და მეორესაც სურდათ ებრაელების გათავისუფლება რომაელთა ბატონობისგან;

•    ორივენი წარმოშობით ნაზარეთიდან იყვნენ;

•    იესოცა და იზას მანუც რომაელებმა ორ სხვა მამაკაცთან ერთად შეიპყრეს და ჯვარს აცვეს.

აღსანიშნავია, რომ ედესის მეფის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება — ძირითადად იოსებ ფლავიუსის ნაშრომებში (იოსებ ფლავიუსი  – ძველი ებრაელი ისტორიკოსი).

რაც შეეხება იესო ქრისტეს, ბიბლიაში პრაქტიკულად არ არის აღწერილი მისი გარეგნობა. ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი გამოსახულება — თეთრ სამოსიანი, გრძელთმიანი, სათნო მამაკაცი, მხოლოდ მე-6 საუკუნეში გაჩნდა.

რალფ ელისი დარწმუნებულია, რომ ორი სახელი King Izas Manu და [King] Jesus Emmanuel — ერთი და იგივე ადამიანის სახელებია.

თუ მეცნიერის დასკვნა სწორია, მაშინ ჩვენს წინაშე ნამდვილად არის იესო ქრისტეს სიცოცხლისდროინდელი ერთადერთი გამოსახულება.

ყველა ახალი ამბავი
0