საპატრიარქო: ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის დიდი პასუხისმგებლობაა

© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღი
სამების ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ აუცილებელია, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საპატრიარქომ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მოსალოდნელ ფაქტს სრული პასუხისმგებლობით შეხვდეს.

ხუთშაბათს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი მოიწონა.

„ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
საქართველოსთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმების ვადა თარჯიმნებზეა დამოკიდებული

„ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას“- აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული მხარე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში  ვარაუდობს. ეს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნის ზონაში 90 —დან 180 დღემდე უვიზოდ ყოფნის უფლებას აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0