ქართველი პატიმრები თურქეთში სააღდგომო საჩუქრებს მიიღებენ

© Министерство по исполнению наказанийსააღდგომო პასკები პატიმრებისათვის
სააღდგომო პასკები პატიმრებისათვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში ციხეში იმყოფებიან, რელიგიურ დღესასწაულებზე საჩუქრების მიღება შეუძლიათ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქართველმა მსჯავრდებულებმა თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის სააღდგომო პასკები გამოაცხვეს. გარდა პასკებისა, პატიმრები ასევე მიიღებენ სააღდგომო კვერცხებს, რომლებიც თბილისის ფერიცვალების ტაძრის ქალტა მონასტერში მათთვის დაამზადეს. 

გოლგოთა - რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

გადაწყვეტილება თანამემამულეთათვის სააღდგომო საჩუქრების გაგზავნის შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მიიღო. შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქართველო პატიმრები დღესასწაულებზე ამანათებს მიიღებდნენ, გასული წლის დეკემბერში, მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. 

შეთანხმების ფარგლებში, ახალი წლის დღესასწაულებზე, ქართველი პატიმრები მიიღებენ წიგნებს ქართულ ენაზე და რელიგიურ ლიტერატურას. რელიგიური ნივთები და ლიტერატურა საქართველოს საპატრიარქომ გამოყო. 


ყველა ახალი ამბავი
0