საქართველოს პატრიარქმა ხარების დღესასწაულზე მორწმუნეებს ტაძრებში მისვლისაკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას საქართველოს პატრიარქი 10:00 საათიდან აღავლენს.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა 7აპრილს, ხარების დღესასწაულზე, გადადონ ყველა მატერიალური საზრუნავი და ტაძრებში მიბრძანდნენ.

"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა“, — განაცხადა საქართველოს პატრიარქმა დრეს საკვირაო ქადაგებაზე. 

პატრიარქის ორანჟერეა - Sputnik საქართველო
უწმინდესისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი - ყვავილია

7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. 

 ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.

დღეს პატრიარქმა მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული მიულოცა. საზეიმო წირვას სამების ტაძარში  დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


ყველა ახალი ამბავი
0