ქართული ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა და საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.

ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.

საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ–ერთი მერვე საუკუნისაა. 


ყველა ახალი ამბავი
0