კობახიძე: ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში

© Sputnik / Alexander ImedashviliПредседатель парламента Грузии Ираклий Кобахидзе
Председатель парламента Грузии Ираклий Кобахидзе - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მათი პარტიის ყოფილმა ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერობის დროს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იმოქმედა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
კობახიძე: ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში
„რატომ ითამაშა მან 17-18 თებერვალს სააკაშვილის თამაში, პირველ რიგში მას მოუწევს ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა. მან უნდა უპასუხოს ასევე კითხვას, თუ რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მელიას იმუნიტეტი აუცილებლად უნდა მოხსნილიყო. რატომ იყო ის აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა ის მელიას არდაკავებას? მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირ ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის... ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდსა და მას შორის განსხვავებული პოზიციები არსებობდა და თანამდებობას ამ მიზეზით ტოვებდა.

ყველა ახალი ამბავი
0