ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, არ შეშინდეს, რადგან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.
ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა
„დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ, მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს!“ – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ მშობლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებს, რადგან მათ მშობლების სითბო სჭირდებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0