ეკა ბესელია: მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი...

© Photo: Eka Beselia Official / FBეკა ბესელია
ეკა ბესელია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ცნობილი ადვოკატი ეკა ბესელია ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს იხსენებს.
ბესელია: მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი...
„იმ პერიოდში მარტო ვიყავი და ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა. როგორც დამწყებ იურისტს, მასწავლიდა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორ უნდა გამევლო სირთულეები. ეს იყო იმდენად დიდი პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული დამოკიდებულება, რომ მსგავსი არაფერი მინახავს მას შემდეგ. ის ადამიანი ცხრა თვეში გარდაიცვალა. მაშინ 25 წლის ვიყავი. იმ დროს ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. საშინელი სტრესი იყო. მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი მაშინ, ვინც შეიძლება მყოლოდა“, – იხსენებს ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, ამის შემდეგ მსგავსი ურთიერთობა და დამოკიდებულება არავისთან ჰქონია. ამ ადამიანის გარდაცვალებამ კი დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებას.

ყველა ახალი ამბავი
0