ჟვანია: განგაშის დროს აუცილებლად შედით თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია შენობებთან ახლოს

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ჟვანია: განგაშის დროს აუცილებლად შედით თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია შენობებთან ახლოს
„ვითარება ისრაელში საკმაოდ მძიმეა, რეალურად, პატარ-პატარა, მაგრამ სერიოზული ამბოხებებია ქალაქებში, სადაც არაბი და ებრაელი მოსახლეობა ერთად ცხოვრობს. სარაკეტო თავდასხმებს ემატება მანქანების დაწვები, სახლების დაწვები... ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში, განსაკუთრებით, ჩამოთვლილი გვაქვს ქალაქები, სადაც ისინი უნდა მოერიდონ გარეთ გასვლას. განგაშის ზარის დროს აუცილებლად უნდა შევიდნენ თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია შენობებთან ახლოს“, - განაცხადა ჟვანიამ.

10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელდა,  საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0