ბექა დავითულიანი: მელიას გათავისუფლებით საცირკო წარმოდგენის ერთი ნაწილი დასრულდა

© photo: SputnikSputnik-საქართველოს მიკროფონი
Sputnik-საქართველოს მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.
ბექა დავითულიანი: მელიას გათავისუფლებით საცირკო წარმოდგენის ერთი ნაწილი დასრულდა
„არავითარი ახალი პოლიტიკური რეალობა არ დამდგარა გარდა იმისა, რომ საცირკო წარმოდგენის ერთი ნაწილი დასრულდა. თუ არ შემოვლენ პარლამენტში, კიდევ ერთხელ „გადააგდებენ“ საკუთარ ამომრჩეველს. თუ შემოვლენ, ამ შემთხვევაში იქნება უფრო დაძაბული პოლიტიკური დებატი, თუმცა საკანონმდებლო მუშაობის თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება. ისინი როდესაც იყვნენ ამ დარბაზში, არც მაშინ იღებდნენ აქტიურად მონაწილეობას რეალურ მუშაობაში“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აუცილებელია, რადგან მათ უნდა ასახონ ის, რაც აირჩია ქართველმა ამომრჩეველმა.

ყველა ახალი ამბავი
0