თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის გახმაურებულ საქმეზე საუბრობს.
თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს
„ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოში მიწვეული იყო, ჯერ კიდევ არ მისულა. თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის მერე გვიანია საგამოძოებო ორგანოში სიარული, მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს. ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს. კარგი იქნება, თუ ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. მე, მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარული კონვერტის“ ეთერში ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0