გურამ დოჩანაშვილი: მწერალი უნდა იყოს თავისი თავის მკითხველიც

© photo: Guram Dochanashvili / FBგურამ დოჩანაშვილი
გურამ დოჩანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
გურამ დოჩანაშვილი საუბრობს მწერლობაზე და წიგნის მიმართ თანამედროვე ახალგაზრდებისა და ბავშვების დამოკიდებულებაზე.
გურამ დოჩანაშვილი: მწერალი უნდა იყოს თავისი თავის მკითხველიც
„ადრე ჩემი შვილიშვილი მყავდა წაყვანილი ერთ გადაცემაში და როცა ჰკითხეს ჩემზე, ასე უპასუხა – ბაბუა გიჟიაო. მათ გაუკვირდათ ეს პასუხი და სასწრაფოდ გამორთეს პროჟექტორები, ძვირი ღირდა. ბავშვი მაშინ წლის და სამი თვის იყო. როცა ჰკითხეს, რატომ არის გიჟიო, მან უპასუხა: იმიტომ, რომ ჩემზე გიჟდებაო! მერე ისე უნდოდათ, რომ ბავშვს გაემეორებინა ეს ფრაზა, მაგრამ არაფრით აღარ გაიმეორა და ძალიან გამიხარდა, რომ არ გაიმეორა“, – იხსენებს გადაცემაში გურამ დოჩანაშვილი.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი: „ჩვენ დროს სულიერების მომცემი წიგნი იყო, ამას გართობას ვერ დავარქმევ, ახლა ნაკლებად არის. მშობლებს უხარიათ ბავშვი ტელევიზორს რომ უყურებს – ჩუმად არისო. ჩუმად კი არ არის, ამ დროს ბავშვი იწამლება. კიდევ, უცხო სიტყვას რომ ამბობს – რა განათლებულიაო. განათლებული კი არ არის, სინამდვილეში არც ესმის იმ სიტყვის მნიშვნელობა“.

ყველა ახალი ამბავი
0