დავით გოგიჩაიშვილი: 2020 წელს ჩემი ყველაზე ხშირი კომენტარი იყო „რომელი ხარ შენ?“

© photo: Omar Museridze / FBდავით გოგიჩაიშვილი
დავით გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
დავით გოგიჩაიშვილი საუბრობს საკუთარი თავის შეცნობის ფილოსოფიურ კონცეფციაზე, რომელსაც განიხილავს მარტივი შეკითხვის ფონზე.
დავით გოგიჩაიშვილი: „2020 წელს ყველაზე ხშირი იყო კომენტარი: რომელი ხარ შენ?“
„წელს ყველა კომენტარზე ასე ვპასუხობდი ხოლმე: „რომელი ხარ შენ?“ სტატუსზეც შეიძლება იგივე დაწერო. ეს კითხვა, ერთი მხრივ, მეორე პირის მხოლობით რიცხვშია დასმული, ანუ ყოველთვის სხვას უნდა დაუსვა, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარი თავის შეცნობისთვისაც კარგია, ანუ საკუთარ თავსაც უნდა ვკითხოთ: რომელი ხარ შენ?“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.

ქოუჩი და ტელეწამყვანი დავით გოგიჩაიშვილი: „არსებობენ ექიმები და არსებობენ პაციენტები: რომელი ხარ შენ? რომ განვაზოგადოთ ეს ცხოვრება და მას სტერეოტიპულად შევხედოთ, ეს ხომ როლებია? მაგრამ არსებობენ ცუდი პაციენტები და კარგი პაციენტები. ცუდია პაციენტი, რომელიც მუდმივად სხვას ავალდებულებს მასზე ზრუნვას, კარგია პაციენტი, რომელიც ჩაუჯდება თავის ცხოვრებისეულ გამოწვევას და გამოიკვლევს მას“.

 

ყველა ახალი ამბავი
0