თალაკვაძე: მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო

© photo : press-service of the Parliament of Georgiaარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
საქართველოს პარტლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რატომ ვერ მიაღწია მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან შეთანხმებას ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე.

 

არჩილ თალაკვაძე: მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო
„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული. ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც  მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ჩვენ გამოვთქამთ მზადყოფნას, რომ განვახორციელოთ  ის ფუნდამენტურის რეფორმები, რაც დოკუმენტში იყო მოცემული“, - განაცხადა საქართველოს პარტლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

30 მარტს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართ, რომელზეც შუამავლის როლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისიტიან დანიელსონი ასრულებდა. შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის შეხვედრაზე წარმოადგინა სპეციალური კომპრომისული შეთანხმება, რომელსაც მხარეები არ დაეთანხმნენ.

ყველა ახალი ამბავი
0