ნანა ჩაჩუა: ზოგჯერ აუცილებელია, რომ სიკეთის კეთებისგან თავი შეიკავო

© photo: 59 Seconds / FBნანა ჩაჩუა
ნანა ჩაჩუა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს მადლიერების თემაზე, განიხილავს იმ შემთხვევას, როცა ადამიანს სიკეთის დანახვის უნარი არ გააჩნია.
ნანა ჩაჩუა: ზოგჯერ აუცილებელია, რომ სიკეთის კეთებისგან თავი შეიკავო
„ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც მარადიულად მგლოვიარენი არიან, რუსთაველს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი: „გული მგლურია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი“. ასეთი ტიპის ადამიანების შემთხვევაში მეორე ადამიანმა რაც უნდა ეცადოს, რომ მას უკეთესი განწყობა შეუქმნას, ან რაღაც პოზიტიური გაუჩნდეს, არაფერი გამოსდის“, – აცხადებს ნანა ჩაჩუა.

ცნობილი ფსიქოლოგის აზრით: „ზოგ სიტუაციაში ადამიანთან შენი სიკეთეები უნდა დააყოვნო. ასეთ დროს ისევ რუსთაველს მოვიშველიებ: „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთანაც ურთიერთობაში გარკვეული ინტერვალი უნდა გააკეთო, რათა ადამიანმა შენი სიკეთე გააცნობიეროს“.

ყველა ახალი ამბავი
0