ფხაკაძე: ბიზნესი თუ იწყებს მოლაპარაკებას ვაქცინის შემოტანაზე, ეს არის შავი და არასწორი

© courtesy of Giorgi Pkhakadzeგიორგი ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინების შემოტანაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სახელმწიფოები უნდა აწარმოებდნენ და არა ბიზნესი.
ფხაკაძე: ბიზნესი თუ იწყებს მოლაპარაკებას ვაქცინის შემოტანაზე, ეს არის შავი და არასწორი
„ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ახორციელებენ სახელმწიფოები. ვინმე კერძო (პირი) თუ იწყებს მოლაპარაკებას, ეს არის ფეიკი, შავი და არასწორი. ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში? – პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა. აქ შეიძლება მინისტრიც არ იყოს საკმარისი, რადგან როდესაც მიდიხარ და ამბობ, მე ვაქცინა მჭირდება, ძალიან მძიმე პოლიტიკური წნევაა საჭირო“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, მაგრამ მისი შემოტანა გადავადდა. ამ დროისათვის უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს, კერძოდ, მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ვაქცინის ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად.

ყველა ახალი ამბავი
0