ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
კანონპროექტი „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ პასუხისმგებლობას იმ მშენებლებს დააკისრებს, რომლებიც მშენებლობას მერიის მიერ მისი შეჩერების შემთხვევაში მაინც გააგრძელებენ, განუცხადა თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ ჟურნალისტებს.
ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი
„ჩვენ წინა წლებში გავამკაცრეთ სანქციები სამშენებლო სამართალდარღვევებზე, კერძოდ, პარლამენტის დახმარებით გავზარდეთ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის დაწესებული 5 ათასი ლარის ჯარიმა 50 ათას ლარამდე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მშენებელი კვლავ აგრძელებდა უნებართვო მშენებლობას. რა თქმა უნდა, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ გარკვეული პრევენცია მოხდინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არასრულფასოვნად. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია – მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამშენებლო პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მართვა“, – განაცხადა სერგო ბირკაძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მერია ამ საკანონმდებლო იცინიატივით გეგმავს, გარკვეული დარღვევებით აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაა. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

ყველა ახალი ამბავი
0