ჯაფარიძე: ბრძოლის მეთოდები უნდა იყოს მშვიდობიანი, დანარჩენი – „ყველაფერი მოსულა“

© photo: Girchi / FBზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები აუცილებლად მშვიდობიანი უნდა იყოს.
ჯაფარიძე: ბრძოლის მეთოდები უნდა იყოს მშვიდობიანი, დანარჩენი ყველაფერი მოსულა
„ბრძოლა ნებისმიერი მეთოდით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. ეს მეთოდები როგორი იქნება, ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. რაღაც იდეები უკვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა. იმიტომ რომ არსებული ბრძოლის მეთოდების მიმართ ივანიშვილს და მის „ოცნებას" უკვე აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და იცის როგორ გაუმკლავდეს მას“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, ოპოზიციამ ბრძოლის ისეთი მეთოდები უნდა მოიფიქროს, რაც ხელისუფლებისთვის სიურპრიზის ელემენტის მატარებელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0