00:08 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044

მეუფე ნიკოლოზი: ლიტურგიისას ტაძარში მეტრ-ნახევარი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში მყოფ ადამიანებს შორის არსებულ დისტანციაზე ისაუბრა.

მეუფე ნიკოლოზი: ლიტურგიისას ტაძარში მეტრ-ნახევარი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა
„ჩვენ ვერ ვეტყვით ადამიანებს, რომ ეკლესიაში არ მოვიდნენ. ეკლესია ის ადგილია, სადაც არავინ არავის ეუბნება მოვიდეს თუ არა. პირბადეები ყველას ეკეთა და დისტანციას მაქსიმალურად იცავდნენ, მაგრამ მეტრ-ნახევარი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, რადგან ტაძარში უამრავი ადამიანი მოვიდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა, ის გუშინ, გვიან საღამოს დაიწყო და მთელ ღამეს გაგრძელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო წირვები უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართა.

მთავარი თემები