გამყრელიძე: ცოტა მეტი გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლოს ვაქცინის არჩევა

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ვაქცინის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას საქართველო, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს.
გამყრელიძე: ცოტა მეტი გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა
„დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს-პლატფორმაში გაერთიანებული. ეს პლატფორმა სხვადასხვა ვაქცინის რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის. ჩვენ წინასწარ გადავიხადეთ 4.5 მლნ დოლარი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, ანუ რასაც გვიკარნახებენ, იმას კი არ შემოვიტანთ, ჩვენ შევარჩევთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვარაუდით, საქართველოში ვაქცინა მომავალი წლის მარტი-აპრილისთვის შემოვა.

ყველა ახალი ამბავი
0