საბანაძე: საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

© photo: Everything About The Police / FBშინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს, რომელიც 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული.
საბანაძე: საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება თავისი შინაარსით აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

საბანაძემ მოუწოდა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0