08:42 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164

გიორგი კალანდია: შუა საუკუნეებში ჩვენს მენიუში ხორცისა და რძის პროდუქტები და ფხალეული იყო

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საუბრობს ქართველების კულინარიის ისტორიაზე, იმაზე, თუ რომელი ბოსტნეული და როდის გაჩნდა ჩვენს მენიუში.

გიორგი კალანდია: შუა საუკუნეებში ჩვენს მენიუში ხორცისა და რძის პროდუქტები და ფხალეული იყო
„ქართველთან კულინარია და გასტრონომია ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. საინტერესოა როგორ ამზადებდნენ ქართველებს კერძებს, რა გემო ჰქონდა ვახშამსა და სადილს. მით უფრო მაშინ, როცა ის პროდუქტები, რომლებიც დღეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონშია, არ არსებობდა. ბევრი პროდუქტი ჩვენში შემოტანილია და ისეა დამკვიდრებული“, – ამბობს გიორგი კალანდია სატელევიზიო გადაცემაში.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მოგვითხრობს: „კარტოფილი საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში თბილისის მახლობლად მცხოვრებმა გერმანელებმა და რუსებმა შემოიტანეს. შემდეგ ის ახალციხესა და გორში გავრცელდა. ასევე არ იყო პომიდორიც, რომელიც ჩვენთან მე-18 საუკუნეში გაჩნდა. მჭადი ქართველების მენიუში მე-15 საუკუნემდე არ არსებობდა“.

მთავარი თემები