იმნაძე: ერთწლიანი კორონაისტორიის მანძილზე ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია

პაატა იმნაძე
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილ ვაქცინაზე საუბრობს.
იმნაძე: ერთწლიანი კორონაისტორიის განმავლობაში ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია
„ერთწლიანი კორონაისტორიის განმავლობაში ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია. ეს არის გარღვევა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელი დედამიწაზე აღმოჩენილი კორონავირუსით გამოწვეული ყველა შეზღუდვის ბოლო წელი იქნება. გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა 60%-ის ფარგლებშია, ხოლო ამ ვაქცინამ, რომელსაც 50%-იანი ეფექტიანობის ფარგლებში ელოდნენ, კვლევის მესამე ფაზაში გასაოცარი ეფექტი გამოავლინა. ამ ვაქცინამ ადამიანების დიდ ჯგუფზე გაიარა გამოცდა, ამიტომ მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ“, – განაცხადა იმნაძემ.

წინასწარი კვლევით, გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს. საუბარია გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივ დასამტკიცებლად.

 

ყველა ახალი ამბავი
0