თეა წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება
„არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, ამომრჩეველს შეახსენა რამდენიმე დღის წინ „ეუთო/ოდირის“ მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული".