მხეიძე: ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს

გამოწერა
ზურაბ მხეიძე საუბრობს ადრეული ასაკიდან ბავშვის აღზრდისა და აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გარე სამყაროსთან ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ზურაბ მხეიძე: „ბავშვისთვის ფილმი კარგია, მაგრამ მას შეზღუდვა აქვს, წიგნი კი ფანტაზიას ავითარებს“
„დღეს ძალიან მოდაშია სიტყვა აუტისტური  ბავშვი. ამბობენ, რომ ჩემს ბავშვს აუტიზმი აქვს, აუტისტური სპექტრი და ა. შ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის განვითარების სტადიას ყველა ბავშვი ავტომატურ რეჟიმში გადის. ანუ როცა ის თავის თავს ეთამაშება, ელაპარაკება და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი აქვს, ეს ბუნებრივია და ამაში საპანიკო არაფერია“, - ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე აღნიშნავს: „ექვსი თვის ბავშვს ხელში აძლევენ მობილურს და სადღაც, ერთი წლის ასაკში ის უკვე იწყებს მისით სარგებლობას: შედის იუთუბიზე, რაღაცეებს ნახულობს. მშობლებისა და ძიძებისთვის ეს მოსახერხებელია- ოღონდ თავი დაგვანებოს და ითამაშოს. ის ჩვევები, რაც მას სჭირდება, რომ გამოიმუშაოს ურთიერთობებისაგან და შეიმეცნოს გარესამყარო, ჩვენ მიმართული გვაქვს რაღაც ტექნიკურ მოწყობილიბებზე. შესაბამისად ხელს ვუწყობთ, რომ ის გარეთა, ცოცხალი ურთიერთობებით ნაკლებად დაინტერესდეს. როცა ბავშვი რაღაცას სწავლობს მას არა ცოდნითი კომპონენტი, არამედ ქცევითი მოდელი ესაჭიროება.“

 

ყველა ახალი ამბავი
0