დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო

© courtesy of Lyudmila Geladzeდავით ტურაშვილი
დავით ტურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი დათო ტურაშვილი საქართველოში დაბადებულ სომეხ რევოლუციონერთან დაკავშირებულ ამბებს და ეპიზოდებს ჰყვება.
დათო ტურაშვილი: მენშევიკებად და ბოლშევიკებად რომ დაიყო პარტია, ეს კამოს ბრალი იყო
„დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკის მოედანზე დადგმული ველოსიპედის ავტორმა, რომელიც ფრანგია, არ იცის, რომ იმ ადგილზე, სადაც ეს ძეგლი დადგეს, ქვემოთ, ელბაქიძის დაღმართზე 1922 წელს ტრაგიკულად დაიღუპა კამო, რომელიც ველოსიპედით იყო და მანქანა დაეჯახა. კამოსთან ბევრი საინტერესო ეპიზოდია დაკავშირებული. კამო, იგივე სიმონ პეტროსიანი, საქართველოში, გორში დაბადებული სომეხი იყო. ძალიან კარგად იცოდა ქართული და თავის ანკეტაში მშობლიური ენის გრაფაში მითითებული აქვს ქართული ენა“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალი ჰყვება: „კამომ, ნახევარ დედამიწას რომ მოიცავდა, ისეთი პარტიის სიმყარეში შეიტანა განხეთქილება. ეს 1903 წელს მოხდა. მან მოახდინა ტერორისტული აქტი, სხვებთან ერთად, მაგრამ მისი სულისჩამდგმელი კამო იყო. რევოლუციონერებს „ნასედკა“ ჰყავდათ და შეატყობინეს, რომ რკინიგზის სადგურიდან ბანკში ფული გადმოჰქონდათ. ისინი თავს დაესხნენ გზაში და ამ ამბავს სრულიად უდანაშაულო 40 ადამიანი შეეწირა. მოხდა ისე, რომ ამ ტერაქტის შემდეგ მოხდა განხეთქილება, რადგან პარტიის ნაწილმა ჩათვალა – ამდენი ადამიანი თუ კვდება, ეს ბინძური ფულია და მისი გამოყენება არ შეიძლება“.

 

ყველა ახალი ამბავი
0