ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 360 კი აჭარაში დაფიქსირდა

გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრობს.
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 360 კი აჭარაში დაფიქსირდა
„თბილისში დაფიქსირდა შემთხვევების 40 პროცენტი, რაც შეესაბამება 469 პაციენტს; აჭარაში – 30 პროცენტი, ანუ 360. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად, დღეს არის 99 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – შვიდი. ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, თავსდებიან ჰოსპიტალში. მე პირადად სხვა შემთხვევა არ ვიცი. არსებობს საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0