კახა კუჭავა: ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც ჰქონდა შეხება ამ უკანონობასთან

გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე დაწყებული გამოძიება დასრულდება და ყველა აგებს პასუხს, ვისაც ჰქონდა შეხება ამ უკანონობასთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა: ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც ჰქონდა შეხება ამ უკანონობასთან
„შანსი როდესაც ჩნდება, რომ საქართველომ ეს სადავო ტერიტორია სათავისოდ გადაწყვიტოს და ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წევრია, არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ რეალურად რუკა, რომელიც ამ კომუნიკაციაში უპირატესობას მოგანიჭებდა, თურმე ინახებოდა ოთახში და ამაზე ხმას არავინ იღებდა – ეს, ჩემი აზრით, საჭიროებს გამოძიებას“, – განაცხადა კახა კუჭავამ „TV პირველის“ ეთერში.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  დააკავა. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ.

მელაშვილს და ილიჩოვას გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0