თალაკვაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონსტრუქციულ პირობებში მიდის

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს.
თალაკვაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონსტრუქციულ პირობებში მიდის
„წინასაარჩევნო კამპანია, ჩანს, რომ მიდის მშვიდ, კონსტუქციულ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები, კამპანია მიმდინარეობს თავისუფალ პირობებში. პოლიტიკურ პროცესს არანაირი შეზღუდვა არ შეხებია. ყველა ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, რომ მისი კანდიდატები და პროგრამა წარუდგინოს საზოგადოებას“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით.

ყველა ახალი ამბავი
0